воскресенье, 17 ноября 2013 г.

მე-8 დღე

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება, შევქმენით აქტივობები და რუბრიკები, რომელიც გამოვიყენეთ პროექტში.ასევე განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები. გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები და კიდევ ერთხელ განვიხილეთ ერთამანეთის პროექტები. საკუთარ პროექტებს კი მივეცით დასრულებული სახე, ყველა მასალა მოვათავსეთ შესაბამის საქაღალდეში.

суббота, 16 ноября 2013 г.

მე-7 დღე

შევიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკის ნიმუშები. გავარკვიეთ როგორ უნდა ჩავრთოთ მოსწავლეები პროექტის სასწავლო მიზნებისა და კრიტერიუმების გააზრებაში. განვიხილეთ შეფასებს მეთოდები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს თავისი სასწავლო სტრატეგიების რეფლექსიაში..

суббота, 9 ноября 2013 г.

მე-3 მოდული

განვიხილეთ, თუ როგორ ხდება ინტერნეტიდან, ახალი მასალის გადმოწერა. აუცილებელია გავითვალისწინოთ საავტორო უფლებები. არ დავარღვიოთ ეთიკის ნორმები და წესები..... მე და ნინო ! :)

воскресенье, 3 ноября 2013 г.

ეს კი, თქვენ, ჩემო კოლეგებო....

   მეოთხე დღე, ანუ მეორე მოდული მოიცავდა მე-3 და მე-4 აქტივობას.  რაც დამეხმარა  გამეანალიზებინა  მოსწავლეზე  ორიენტირებული   შეფასების  ფორმები,   რამდენიმე  თვალსაზრისით.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული  შეფასების  ფორმები უნდა მოიცავდეს  შინაარსობრივ  ნაწილს;
  • უვითარებდეს მოსწავლეს 21–ე  საუკუნის  უნარ–ჩვევებს; 
გავაანალიზე, თუ  რას გავაკეთებ მოსწავლთა წინარე ცოდნის შესაფასებლად და ასევე რომელ მეთოდს გამოვიყებებდი ამათუიმ კონკრეტულ სიტუაციაში.
მესამე დღე მოცავდა სასწავლო პროექტის დაგეგმვას.  გავეცანი   სასწავლო პროექტის  დაგეგმვის  დროს,   თუ  როგორ  უნდა  ჩამოვაყალიბო სასწავლო   მიზნები, ამოცანები,   მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვები  და  გავითვალისწინო ეროვნული სასწავლო  გეგმის   საგნობრივი  სტანდარტი. ჩემი პროექტიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე ეს კითხვები. ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კუთხით.