воскресенье, 24 ноября 2013 г.
воскресенье, 17 ноября 2013 г.
მე-8 დღე
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება, შევქმენით აქტივობები და რუბრიკები, რომელიც გამოვიყენეთ პროექტში.ასევე განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები. გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები და კიდევ ერთხელ განვიხილეთ ერთამანეთის პროექტები. საკუთარ პროექტებს კი მივეცით დასრულებული სახე, ყველა მასალა მოვათავსეთ შესაბამის საქაღალდეში.
суббота, 16 ноября 2013 г.
მე-7 დღე
შევიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკის ნიმუშები. გავარკვიეთ როგორ უნდა
ჩავრთოთ მოსწავლეები პროექტის სასწავლო მიზნებისა და კრიტერიუმების გააზრებაში.
განვიხილეთ შეფასებს მეთოდები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს თავისი სასწავლო სტრატეგიების რეფლექსიაში..
суббота, 9 ноября 2013 г.
მე-3 მოდული
воскресенье, 3 ноября 2013 г.
მეოთხე დღე, ანუ მეორე მოდული მოიცავდა მე-3 და მე-4 აქტივობას. რაც დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, რამდენიმე თვალსაზრისით.
- მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს;
- უვითარებდეს მოსწავლეს 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს;
მესამე დღე მოცავდა სასწავლო პროექტის დაგეგმვას. გავეცანი სასწავლო პროექტის დაგეგმვის დროს, თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბო სასწავლო მიზნები, ამოცანები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და გავითვალისწინო ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტი. ჩემი პროექტიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე ეს კითხვები. ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კუთხით.
воскресенье, 20 октября 2013 г.
პროექტული სწავლების კვალდაკვალ
ყოველთვის მომწონს და ვეთანხმები ტექნოლოგიების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში და პროექტებით სწავლების დადებით მნიშვნელობას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას, მათ მოტივაციას, შემოქმედებითობის გამოვლენას და ცხოვრებისეული, რეალური მოვლენების საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებას. ვფიქრობ ახალ იდეებზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)